17 დეკემბრიდან ტემპერატურა 8 გრადუსით დაიკლებს
17 დეკემბრიდან ტემპერატურა 8 გრადუსით დაიკლებს
შაბათიდან, 17 დეკემბრიდან ტემპერატურა სრულიად საბერძნეთის მასშტაბით საგრძნობლად იკლებს. დაუბერავენ ძლიერი ქარები, მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმები და ქვეყნის მთიან ნაწილში თოვლი.
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ატმოსფეროში ცივი ჰაერის მასები ჩრდილოაღმოსავლეთ ევროპიდან შემოედინება. ამინდი გაუარესებას 17 დეკემბრიდან დაიწყებს და კვირას და ორშაბათს ტემპერატურა არსებულთან შედარებით 7-8 გრადუსით იკლებს. დაუბერავენ 7-8 ბოფორი სიმძლავრის ქარები.
Facebook Comments Box
