Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტაქსის მძღოლები სამინისტროში ფერადი კვამლითა და სიგნალებით მივიდნენ

ტაქსის მძღოლები სამინისტროში ფერადი კვამლითა და სიგნალებით მივიდნენ

როგორც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია დღეიდან ტაქსის მძღოლთა პროფკავშირების გადაწყვეტილებით განმეორებითი გაფიცვები დაიწყო.

აქციის მონაწილეები დილით ადრე შეიკრიბნენ და სატრანსპორტო სამინისტროსკენ ფერადი კვამლითა და უწყვეტი სიგნალებით გაემართნენ.

ტაქსის მძღოლები რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

მათ მთავარ მოთხოვნად გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულად დაქირავების პროგრამის შეჩერება რჩება. ტაქსის მძღოლები აღნიშნული პროგრამის 2035 წლამდე გადადებას ითხოვენ.

მოთხოვნათაგან ერთ-ერთია: 

  • სხვადასხვა აპლიკაციებისთვის მუშაობის წესების დადგენა, რათა აღმოიფხვრას არაჯანსაღი კონკურენცია, 
  • ტაქსის მძღოლებისთვის ავტობუსების ზოლებში შესვლის და გადაადგილების ნების დართვა,
  • ტარიფების კორექტირება, 
  • სამართლიანი საგადასახადო მოთხოვნები.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *