18 წლის ბიჭს 10 პირი დაესხა თავს
18 წლის ბიჭს 10 პირი დაესხა თავს
როდოსის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 18 წლის ბიჭი მძიმე ფიზიკური დაზიანებებით, რომელსაც თავს საკუთარ სახლში დაესხნენ.
dimokratiki.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიჭი სოფოკლეუსის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში ცხოვრობს, სადაც 10 პირი შეიჭრა. გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მიზეზი, თუმცა თავდამსხმელებმა ახალგაზრდა ხელკეტებით სცემეს.
დაშავებული საავადმყოფოში მამამ მიიყვანა.
ოჯახი წარმოშობით ალბანეთიდან არის.
დაიწყო გამოძიება თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box
