Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა

21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა

სახელმწიფო აპარატი სრულ მზადყოფნაშია ამინდის ექსტრემალური პირობების გამო, რომელიც, როგორც საბერძეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, გუშინდელი ღამიდან ამ დრომდე უწყვეტად იჩენს თავს. 

უამინდობის ფენომენის გამო საჯარო მოხელეებს შეუძლიათ არ გამოცხადდნენ სამსახურში. დაიკეტა სკოლები და უნივერსიტეტებში გაუქმდა გამოცდები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დასაბუთებული სამსახურში არ გამოცხადების უფლება არ ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომელთა მოვალეობები პირდაპირ კავშირშია ცუდი ამინდის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებასთან, რაც ამჟამად სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ვლინდება ძლიერი ქარის, ძლიერი შტორმისა და თოვლის სახით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *