25 იანვარს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ღია იქნება
25 იანვარს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ღია იქნება
ზამთრის დიდი ფასდაკლებები 12 იანვრიდან დაიწყო და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ფასდაკლებების ფარგლებში და მომხმარებელთა უკეთესი მომსახურების მიზნით სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები კვირაობითაც იმუშავებენ.
შესაბამისად მომხმარებლების ნაწილმა 19 იანვარს უკვე შეძლო საყიდლების გაკეთება, ხოლო მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენია ფასდაკლებებით სასურველი ნივთები, 25 იანვარს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება როგორც მაღაზიები ასევე სავაჭრო ცენტრები.
Facebook Comments Box
