Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

წებოვანი ლენტი გადააკრა პირზე და მეორე მოსწავლეს მისთვის ხელების შეკვრა აიძულა – აცხადებს 13 წლის ბიჭის დედა

წებოვანი ლენტი გადააკრა პირზე და მეორე მოსწავლეს მისთვის ხელების შეკვრა აიძულა – აცხადებს 13 წლის ბიჭის დედა

არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა 13 წლის მოსწავლე სერესიდან, რომელსაც მასწავლებელმა პირი წებოვანი ლენტით აუკრა.

პოლიციაში საჩივარი მოსწავლის დედამ შეიტანა. საჩივარში ვკითხულობთ, რომ 60 წლის მასწავლებელმა 13 წლის ბიჭის ტყუპისცალს მისთვის პირის აკვრა მოსთხოვა, რადგან ბიჭი ხმაურობდა: 

“როცა ჩემმა გოგომ უარი თქვა მასწავლებლის მოთხოვნის შესრულებაზე მან თავად აიღო წებოვანი ლენტი და ტუჩებზე გადააკრა. შემდეგ მათ თანაკლასელს მოსთხოვა ჩემი შვილისთვის ხელები შეეკრა.” – აცხადებს დედა. 

გაკოჭილი და პირ აკრული სკოლის მოსწავლე მთელი გაკვეთილი ამ მდგომარეობაში იყო მანამ, სანამ სხვა მასწავლებელმა არ შენიშნა და ხელები არ გაუხსნა. 

მასწავლებელი, რომლის წინააღმდეგაც საჩივარი შეიტანეს, სკოლის დირექტორიც არის. მოსწავლის დედა აცხადებს, რომ ბრალდებული მის შვილს ემუქრებოდა: “მუმიად გაქცევ.” 

აღნიშნული შემთხვევის მეორე დღეს მასწავლებელმა მოსწავლეს განუცხადა, რომ უფრო დიდი წებოვანი ლენტი ჰქონდა თან და თუ ხმაურს გააგრძელებდა ისევ დააბამდა. 

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *