კრეტა: ცნობილ იქნას დამნაშავედ!
კრეტა: ცნობილ იქნას დამნაშავედ!
საოლქო პროკურორმა , 39 წლის ქალი ყოფილ მეუღლეზე თავდასხმის გამო დამნაშავედ სცნო. მისი ბრძანება იყო: “ცნობილ იქნას დამნაშავედ!”
დამნაშავეს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში. დამნაშავედ სცნეს ასევე თანამონაწილე ტაქსის მძღოლიც, რომელიც ქალს მსხვერპლზე თავდასხმის შემდეგ, მიმალვაში დაეხმარა.

ოლქის პროკურორი 2022 წლის ოქტომბერში, ჰერაკლიონის სასტუმროში, 37 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში მჟავით განხორციელებული თავდასხმის საქმეს განიხილავდა.
პროკურორმა განაცხადა, რომ დამნაშავე არ ნანობს თავის საქციელს და თვლის, რომ მჟავით თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგანაც დამნაშავემ ინციდენტამდე ხუთი დღით ადრე შეიძინა სითხე.
ამასთანავე, პროკურორი არ არის დარწმუნებული, რომ თავდამსხმელსა და მსხვერპლს ჩხუბი მოუვიდათ და დამნაშავემ, თავდაცვის მიზნით შეასხა სითხე დაზარალებულს , რადგანაც როგორც გაირკვა, თავდასხმის დროს მსხვერპლს ეძინა.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის მამაკაცი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. როგორც წინა დღეებში მისმა ადვოკატებმა აღნიშნეს, მან სასამართლო დატოვა მანამ, ვიდრე ,,სასამართლო ოფიციალურად გადაწყვეტს ორი ბრალდებული ქალის ბედს“.
„მსხვერპლი მე ვარ!“, – განაცხადა სასამართლოზე 39 წლის ქალმა.
როგორც cretapost იუწყებოდა, წინა სასამართლო პროცესის სხდომაზე 39 წლის ქალმა ბოდიში მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ: „მსხვერპლი მე ვარ! მჟავა კი, იმის გამო შევასხი, რომ მეშინოდა არ მოვეკალი და კიდევ ერთი ფემიციდის მსხვერპლი არ გამხდარიყავი“…
39 წლის ქალმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ გაიცნო მსხვერპლი, როგორ დაქორწინდნენ და გაიხსენა მის მიმართ ძალადობის ეპიზოდებიც – მსხვერპლის მჩაგვრელი ოჯახის მხრიდან.