Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ტრიკალა: გულგრილობას შეწირული 5 ადამიანის სიცოცხლე

ტრიკალა: გულგრილობას შეწირული 5 ადამიანის სიცოცხლე

უბედური შემთხვევა თუ მაქსიმალური მოგების მისაღებად არსებული გულგრილობა გახდა 5 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ამას პასუხისმგებელი ორგანოები ამ დრომდე იძიებენ.

ტრიკალაში, ვიოლანდას ქარხანაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

საგამოძიებო ორგანოებმა ქარხნის ნებართვები გამოითხოვეს და დაადგინეს, რომ ქარხნის სარდაფი, სადაც საბედისწერო აფეთქება მოხდა, მეპატრონეს ოფიციალურად განცხადებული არ ჰქონია, შესაბამისად არ ჰქონდა ამ შენობის ოფიციალურად მუშაობის უფლებაც. 

გაზის შემაწუხებელ სუნზე, რომელიც ბოლო თვეებში პერიოდულად, ზოგჯერ მძაფრად, ხანდახან კი შედარებით მსუბუქად იგრძნობოდა, ქარხნის თანამშრომლებმა ხანძრის განზრახ გაჩენის შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტთან ისაუბრეს.

თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე დგინდება, რომ თანამშრომლებმა მილებიდან გაჟონილ გაზის სუნთან დაკავშირებით უფროსები საქმის კურსში ჩააყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა ქარხნის მფლობელსაც, თუმცა ქარხანაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აღნიშნული სუნი კანალიზაციიდან მოდიოდა და არა ბუნებრივი აირის მილებიდან. 

სმენის უფროსმა, რომელიც პოლიციამ დააკავა, გამომძიებელს განუცხადა, რომ იცოდა სუნის შესახებ და გაფრთხილებული ჰყავდა პასუხისმგებელი პირები.

რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვის სპეციალისტს, მან დაკავებისას განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *