Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

1 აპრილიდან მინიმალური ხელფასი მოიმატებს

1 აპრილიდან მინიმალური ხელფასი მოიმატებს

ტელემაუწყებელ ΕΡΤ-თან საუბრისას შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ნიკი კერამეოსმა ახალ კანონპროექტზე ისაუბრა. მინისტრმა „ისტორიულ სოციალურ შეთანხმებაზე“ ისაუბრა და ოპოზიცია დაადანაშაულა იმ ზომების უარყოფაში, რომლებიც, მისი თქმით, პირდაპირ მხარს უჭერს დასაქმებულებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი არა ცალმხრივი მთავრობის ინიციატივა, არამედ ყველა ეროვნულ პარტნიორთან: დამსაქმებლებისა და დასაქმებულების წარმომადგენლებთან, შეთანხმების შედეგად მიღებული პროდუქტია.

“კოლექტიური ხელშეკრულების ყველა პირობა დარჩება ძალაში მისი ვადის გასვლის შემდეგაც კი მანამ, სანამ ახალი ხელშეკრულება არ დაიდება. ეს არის დასაქმებულთა დაცვის უბადლო ინსტრუმენტი.” – აცხადებს მინისტრი.

ნიკი კერამეოსმა ასევე ისაუბრა მინიმალური ხელფასის მომატების ინიციარივაზეც, რომელიც მარტის თვეში განიხილება, ხოლო პირველი აპრილიდან კი ძალაში შევა. შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ხელფასის ოდენობაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *