Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

40 წუთი ცდილობდნენ 2,5 წლის გოგონას გადარჩენას ექიმები, რომელიც კალითეაზე მდებარე შადრევანში ჩავარდა

40 წუთი ცდილობდნენ 2,5 წლის გოგონას გადარჩენას ექიმები, რომელიც კალითეაზე მდებარე შადრევანში ჩავარდა

კვირას ღამით კალითეაზე, კიპრუს მოედანზე მდებარე შადრევანში 2,5 წლის გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 

გოგონა შადრევანიდან პოლიციელებმა ამოიყვანეს, პირველადი დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარებით აღლაია კირიაკუს ბავშვთა საავდმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა თავდაუზოგავი მცდელობების შედეგად გოგონას გადარჩენა შეძლეს.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ექიმები 40 წუთის განმავლობაში უწყვეტად ცდილობდნენ გოგონას გადარჩენას. აღნიშნული მცდელობების შედეგად გოგონას სიცოცხლის ნიშნები დაუბრუნდა და ის ამჟამად რეანიმაციაშია განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვი მამასთან ერთად იყო პარკში სასეირნოდ გასული. თუმცა გოგონა მამას მხედველობის არიდან დაუსხლტა და გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო შადრევანში აღმოჩნდა. 

პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა, ხოლო დედა საავადმყოფოში იმყოფება პოლიციის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *