Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

ციკნოპემპტი და მისი სიბოლური დანიშნულება

ციკნოპემპტი და მისი სიბოლური დანიშნულება

ციკნოპემპტი ბერძნული ტრადიციის განუყოფელი ნაწილია და პირდაპირ კავშირშია საკვებთან, სიხარულთან და მეგობრობასთან.

ციკნოპემპტი მარხვის წინა პერიოდის, რომელიც 3 კვირას მოიაცავს, მეორე ხუთშაბათს აღინიშნება.

ამ დღეს, ჩვეულების თანახმად, სუფრაზე ძირითადად ხორცი გვხვდება, რადგან შემდგომი პერიოდისთვის მოსახლეობა დიდი მარხვისთვის უნდა მოემზადოს.

ამ დღის აღსანიშნავად ხუთშაბათი დღის არჩევა შემთხვევითი არ არის. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ოთხშაბათი და პარასკევი მარხვისთვის დადგენილი დღეებია. ამგვარად, ხუთშაბათი თავისუფლებისა და ზეიმის შუალედურ დღეს წარმოადგენს, რაც სასურველი საკვების მიღებისა და გართობის შესაძლებლობას იძლევა.

სახელწოდება ციკნოპემპტი მომდინარეობს სიტყვა “ციკნა”-დან, რაც შემწვარი ხორცის სურნელს ნიშნავს და “პემპტი”-სგან, რომელიც ნიშნავს ხუთშაბათს.

ციკნოპემტპი სუფთა ორშაბათამდე 11 დღით ადრე აღინიშნება ყოველთვის. 

ამ დღის ცენტრალური ელემენტი წითელი ფერია როგორც ხორცში, ასევე ღვინოში. წითელი ფერი კი სიხარულის, სიცოცხლისა და ბარაქის სიმბოლოა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *