Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლუცა: განადგურებულები ვართ – აცხადებს 15 წლის მძღოლის დედა

ლუცა: განადგურებულები ვართ – აცხადებს 15 წლის მძღოლის დედა

პარასკევს საღამოს ლუცაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ავტომანქანას 15 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც სხვა მგზავრებთან ერთად საავადმყოფოშია მოთავსებული. 

მძღოლის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ამ დრომდე შოკურ მდგოამროებაშია და ძალიან განიცდის მეგობრის დაკარგვას: “რატომ მოხდა ეს ყველაფერი? მეგობარი დავკარგე, ეს როგორ დამემართა.” – ეს არის კითხვები რომელიც გამუდმებით აწუხებს 15 წლის ბიჭს. დაშავებულის დედა აცხადებს, რომ ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. 

“გადანდგურებულები ვართ. გვიჭირს დაჯერება. ვერ ვიჯერებთ რომ ეს საშინელება დაატყდა ჩვენს ოჯახებს. სამი განუყრელი მეგობარი, რომლებიც სულ ერთად იყვნენ სკოლაში, გარეთ, მომავალს ერთად გეგმავდნენ. ძალიან ეშინია ჩემს შვილს, იტანჯება. ტანჯავს კითხვა “რატომ”, თავს უძლურად გრძნობს გაუმკლავდეს დანაკარგს.” 

მშობლებს უჭირთ დაჯერება, რომ ბავშვებმა მანქანის გასაღები მოიპარეს და გაიპარნენ სასეირნოდ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *