Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

Cyber Monday: 1 დეკემბერს ონლაინ შოფინგის მოყვარულებს დიდი ფასდაკლებები ელოდებათ

Cyber Monday: 1 დეკემბერს ონლაინ შოფინგის მოყვარულებს დიდი ფასდაკლებები ელოდებათ

მათთვის, ვინც შავ პარასკევს საყიდლებზე გასვლა ვერ მოასწრო, 1 დეკემბერი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ონლაინ შოფინგისთვის ფასდაკლებით შენაძენების გასაკეთებლად, თუმცა სანამ საყიდლების გასაკეთებლად მოვკალათდებით კომპიუტერებთან აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს კომფორტულ გამოცდილებას.

მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია მოქალაქეებს ახსენებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ შენაძენების გაკეთებას და ინფორმირდნენ სწორად, სანამ საბანკო ანგარიშებიდან ტრანზაქციებს განახორციელებენ.

როგორც შესაბამის განცხადებაშია ნათქვამი, მომხმარებელთა გაზრდილი აქტივობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის თაღლითებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლების ფული მიითვისონ პროდუქტების გაგზავნის გარეშე.
სად უნდა ვიყოთ ფრთხილად:

  • ფასდაკლებები, რომლებსაც შეცდომაში შევყავართ – ხშირად მაღაზიები საწყის ფასს ხელოვნურად ზრდიან, რომ შეთავაზება უფრო სახარბიელო გამოჩნდეს.
  • პროდუქტის არასრულყოფილი აღწერა – ასეთ დროს შესაძლებელია მომხმარებელმა გამოწეროს პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება მის მოთხოვნებს.
  • დაფარული დამატებითი ხარჯები გამოწერისას – შეთავაზებულ ფასებში ხშირად არ შედის გაგზავნის საფასური და სხვადასხვა საგადასახადო დანამატები.
  • შეფერხებები და დაგვიანებები შეკვეთილი ნივთების მიწოდებისას – გადაჭარბებული მოთხოვნა პროდუქციაზე იწვევს შეკვეთების მიტანის დღეების გაზრდას.
  • არასერთიფიცირებული გვერდები – მოერიდდეთ არასერთიფიცირებული ვებ გვერდებიდან პროდუქციის შეძენას.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *