Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა

იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა

საბერძნეთში მანქანები, რომლებიც ცეცხლის ალში ეხვევიან, ხშირ შემთხვევაში ძალიან ძველია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი გაცვეთილი საწვავის მილები, დაძველებული კაბელები, ზეთის გაჟონვა, უხარისხოდ რესტავრირებული ნაწილები და არარსებული პროფილაქტიკური შემოწმებებია.

ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა ელექტრო მანქანებში მსგავსი ტიპის პრობლემა.

საერთაშორისო მონაცემები აჩვენებს, რომ ელექტრომობილებში ხანძრის შემთხვევები უფრო იშვიათია, ვიდრე ჩვეულებრივ მანქანებში, თუმცა ეს ფაქტი დეზინფორმაციის ხმაურში იკარგება.

თუმცა, პრობლემა მხოლოდ ხანძრის რისკით არ შემოიფარგლება. ძველი და ცუდად მოვლილი მანქანები ყოველდღიურად უქმნიან საფრთხეს საგზაო მოძრაობას. ხშირად ფუჭდებიან შუა გზაში, აღმართებზე ქვრებიან, საცობებში გადახურებისგან მძღოლებს უამრავ პრობლემას უქმნიან. ისედაც გადატვირთულ ქალაქში, ერთი გაჩერებული მანქანა საკმარისია მთელი ტერიტორიის პარალიზებისთვის.

სანამ საბერძნეთში იმოძრავებენ 20 და 30 წლის მანქანები, რომლებსაც არ უტარდებათ საჭირო ტექნიკური შემოწმება, მსგავსი ინციდენტები იქნება ხშირი და გარდაუვალი. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *