10 საათიდან მეტროსადგური პანეპისტიმიო დაიკეტება
10 საათიდან მეტროსადგური პანეპისტიმიო დაიკეტება
ტემბის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად და ამ დრომდე არ აღსრულებული სამართლის მოსათხოვად სტუდენტები შუადღის 12:00 საათიდან მშვიდობიანი აქცია გამართავენ.
მშვიდობიანი აქცია 20 სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაიგეგმა.
გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტები პროპილეას შენობასთან შეიკრიბებიან, რომელიც ახლოს არის მეტროსადგურ პანეპისტიმიოსთან პოლიციამ მეტროსადგურის დაკეტვის განკარგულება გასცა. აღნიშნულ მეტროსადგურზე მატარებლები გაუჩერებლად გაივლიან.
“სწორედ ახლაა დრო არ შევწყვიტოთ ბრძოლა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ქმედებების გასაპროტესტებლად, რომლებიც არაფრად აგდებენ ადამიანების უფლებებსა და სიცოცხლეს. არ შევწყვიტოთ ბრძოლა, რათა პასუხი აგოს ყველამ, ვისაც აღნიშნულ ტრაგედიაში ბრალი მიუძღვის.” – აცხადებენს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
