Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ადვოკატმა სასამართლოში იარაღი შეიტანა – უნდა დადგეს თუ არა სასამართლოებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საკითხი 

ადვოკატმა სასამართლოში იარაღი შეიტანა – უნდა დადგეს თუ არა სასამართლოებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საკითხი 

კანონიერად იარაღის ფლობასთან დაკავშირებული კანონი არ აკონკრეტებს ეკრძალებათ თუ არა ლიცენზიის მფლობელებს იარაღის შეტანა სასამართლოს შენობაში და პროცესებზე. აღნიშნულმა საკითხმა იურისტებს შორის დავა გამოიწვია და უმეტესი მათგანი ზემოთ ხსენებულს სამართლებრივ და საკანონმდებლო ხარვეზადაც მიიჩნევს.

რაღათქმაუნდა არავითარ შემთხვევაში არაა დაშვებული სასამართლოს შენობაში იარაღის შეტანა და განსაკუთრებით სხდომათა დარბაზში. განსაკუთრებით უჩვეულოა იარაღით დარბაზში შესვლა ადვოკატებისთვის.

აღნიშნული დავის გამწვავება გამოიწვია გუშინდელმა შემთხვევამ, როცა ათენის სასამართლოში დავის ერთ-ერთი მხარის ადვოკატი რევოლვერით შევიდა პროცესზე. ადვოკატს იარაღი წელზე ჰქონდა დამაგრებული, რაც ადვილად შესამჩნევი იყო პროცესზე დამსწრეთათვის. 

შესვენებაზე თავჯდომარემ ადვოკატის შემოწმება მოითხოვა, რის შედეგადაც ადვოკატს იარაღი ჩამოართვეს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ კოლეგას, რომელიც სისხლის სამართლებრივ პროცესზე იარაღით შედის, შეიძლება განზრახული ჰქონდეს დავის მეორე მხარის დაშინება. არამხოლოდ დავის მეორე მხარის არამედ მოსამართლეებისა და მოწმეების. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *