დრამასა და ლარისას ციხეებში აკრძალული ნივთების დრონით შეტანა სცადეს
დრამასა და ლარისას ციხეებში აკრძალული ნივთების დრონით შეტანა სცადეს
შაბათს 28 თებერვალს და კვირას 1 მარტს დრამასა და ლარისას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დრონით აკრძალული ნივთების შეტანის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
კერძოდ საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 28 თებერვალს დრამას სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვამ, რომელიც პერიმეტრზე მორიგეობდა შენიშნა დრონი, რომელიც შენობას უახლოვდებოდა.
დაცვამ დაუყოვნებლივ გაააქტიურა Anti-Drone Jammer სისტემა, რის შედეგადაც დრონი ჩამოვარდა.
განეიტრალებულ დრონს ციხეში შეჰქონდა: 3 31 სმ ზომის ნათურა, 5 მობილური ტელეფონი, 6 სიმ კარტა, დანა, უსადენო ყურსასმენები, 5 დამტენი, წებო, ელასტიური ლითონის საცობი.
დაიწყო გამოძიება დრონის მფლობელის ვინაობის დასადგენად.
მაშინ როცა 28 თებერვალს დრონი დანიშნულების საკნამდე მიღწევამდე გაანეიტრალეს 1 მარტის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დაიტოვებდა კიდეც პატიმარი უკანონო ნივთებს მის მფლობელობაში რომ არა ციხის თანამშრომელი, რომელმაც პატიმარი ნივთების ჩაბარებისას შენიშნა.
ამჟამად აკრძალული ნივთები ლარისას ციხეშ შეიტანეს.
საკნებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად დაცვის თანამშრომლებმა ამოიღეს 2 სიმ კარტა და 4 დამტენი.
