Latest news
კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები ღიორღოს მოსხურისი დიაგნოსტიკური ცენტრის წინ მოკლეს: დანაშაულის ადგილზე 54 ტყვია იპოვეს ცივი ხელები, თბილი გული - რამდენად შეესაბამება ექსპერტების დასკვნა გამონათქვამს საბერძნეთი: დააკავეს 4 ადამიანი, რომელსაც ცნობილი მაფიოზის მკვლელობაში ედება ბრალი ირლანდიური ავიახაზების წარმომადგენლებმა ბერძენ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს 7 აპრილიდან ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო ადგილობრივ და საზღვარგარეთ დაფუძნებულ ბერძენ ბიზნესმენ...
პარასკევი, მაისი 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

იჩქარე მეგობარო – ფლორინას მერი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ვიცე მერს საჯაროდ ემშვიდობება

იჩქარე მეგობარო – ფლორინას მერი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ვიცე მერს საჯაროდ ემშვიდობება

სრულიად ფლორინას მაცხოვრებლები გლოვობენ 50 წლის ლაზაროს ანტონიადისს. ფლორინას ვიცე მერი კოზანი-ლარაისას გზატკეცილზე, ეღნატიას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ვიცე მერი სატვირთო მანქანას მართავდა როცა საჭეზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. ამოყირავების შედეგად სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. 

“ლაზაროსი, ჩვენი ლაზოსი ჩვენთან აღარ არის. განადგურებული ვარ და მიჭირს დაჯერება, რომ ლაზაროსი ჩვენ გვერდით აღარ არის. ამბიციური, აქტიური, მომთხოვნი, საკუთარი საქმის პროფესინალი, სამაგალითო ოჯახის უფროსი და მეგობარი. იჩქარე მეგობარო, მაგრამ დარწმუნებული იყავი, მეგობარო, რომ ამქვეყნად დაგვიტოვე სიკეთე, პასუხისმგებლობისა და ეთიკურობის დიდი მაგალითი და წარუშლელი კვალი და შენით როგორც შენი ოჯახი, ასევე სრულიად ფლორინას მოსახლეობა ვამაყობთ.” – განაცხადა ფლორინას მერმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *