Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მოწმეები აცხადებენ, რომ 31 წლის ქალზე, რომელიც კოლონოში გარადცვლილი იპოვეს, ქმარი გამუდმებით ძალადობდა

მოწმეები აცხადებენ, რომ 31 წლის ქალზე, რომელიც კოლონოში გარადცვლილი იპოვეს, ქმარი გამუდმებით ძალადობდა

ყვირილი, მუქარა, სიტყვიერი შეურაცჰყოფა და ძალადობის ყველა სახე ჰქონდა გამოვლილი 31 წლის ქალს, რომელიც კოლონოში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ერთი შეხედვით შოკში მყოფი და გაოგნებული მეუღლის წინააღმდეგ დაიწყეს მოწმეებმა ჩვენებების მიცემა, რომლებსაც ან საკუთარი ყურით ჰქონდათ მოსმენილი სახლიდან გამოსული აურზაური, ან თავად მსხვერპლს ჰქონდა მოყოლილი მათთვის მისი მდგომარეობის შესახებ.

გარდაცვლილის მეუღლეს ბრალად ადამიანის განზრახ მკვლელობა, ოჯახური ძალადობა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანებების მიყენება ედება.

“განსაკუთრებული, გამორჩეული ხასიათის გოგო იყო. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო. დედამისს რომ ეცოცხლა არ დაიჭერდა ურთიერთობას ამ ადამიანთან. ამ დრომდე ვერ ვხვდები როგორ უძლებდა ამდენ ძალადობას. მისმა ქმარმა მისი სისუსტით ისარგებლა, რადგან დედის და ბებიის გარდაცვალების შემდეგ სრულიად მარტო დარჩა. ეულად დარჩენილი კი ხელში მოიგდო ქმარმა. ვერ გამოვდივართ შოკური მდგომარეობიდან.” – აცხადებს გარდაცვლილის თანაკლასელი.

“კარგი მეგობრები ვიყავით. ერთხელ საუბრისას მითხრა, რომ ქმარმა ხელი გაარტყა. შევეცადე მისთვის რჩევები მიმეცა. სამწუხაროდ მარტო იყო როცა სიცოცხლეს გამოასალმეს. დიდი ვალი გვაქვს მისი ვიყოთ მის გვერდით, ახლა მაინც..” – განაცხადა protothema-სთან საუბრისას გარდაცვლილის მეგობარმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *