თეირანი კვლავ იბომბება – ლიბანის არმია უკან იხევს
თეირანი კვლავ იბომბება – ლიბანის არმია უკან იხევს
აშშ-სა და ისრაელის საჰაერო ომი ირანის წინააღმდეგ დღითიდღე უფრო და უფრო ფართო მაშტაბებს იძენს.
ისრაელმა ლიბანს დაარტყა ჰეზბოლას დარტყმების საპასუხოდ, ხოლო თეირანმა განაგრძო სარაკეტო და დრონებით თავდასხმები სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.
ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ მათ თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის კომპლექსი დაბომბეს. დარტყმას ტერიტორიიდან ევაკუაციის შესახებ გაფრთხილებას მოჰყვა. ისრაელის სამხედრო ძალებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი თეირანში, ევინის რაიონზე დარტყმას გეგმავენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, დატოვოს აღნიშნული ზონა.
ამერიკის მიერ წამოწყებულმა განხეთქილებამ და ირანზე თავდასხმამ სპარსეთის ყურე ომში ჩაითრია. საომარმა მოქმედებებმა ირანში, ისრაელსა და ლიბანში უკვე ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სრული ქაოსია საჰაერო სივრცეში, შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები და ჯორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება.
