მიცოტაკის: ახალი სასამართლო წესდებით გადაწყვეტილების გამოცემის ვადა 650 დღემდე შემცირდა
მიცოტაკის: ახალი სასამართლო წესდებით გადაწყვეტილების გამოცემის ვადა 650 დღემდე შემცირდა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ სასამართლოს ახალი წესდების თანახმად სასამართლო პროცესის ვადები პირველ ინსტანციაში მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც თანდათან უფრო და უფრო აახლოვებს საბერძნეთს ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან და ასევე ეროვნულ მიზანთან, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადად 650 დღეს ითალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები 2027 წლამდე უნდა განხორციელდეს.
“ჩვენ ვენდობით ბერძნულ მართლმსაჯულებას და ეს ნდობა არის სრულიად საფუძვლიანი, რადგან ვიცით, რომ სამართლიანობა არ არის მხოლოდ ინსტიტუტი, არამედ არის ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს გადამწყვეტი საყრდენი“. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Facebook Comments Box
