Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ზაკინთო: სიცოცხლემ კიდევ ერთხელ დაამარცხა სიკვდილი – 5 თვის ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

ზაკინთო: სიცოცხლემ კიდევ ერთხელ დაამარცხა სიკვდილი – 5 თვის ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

ბედნიერი დასასრული აღმოჩნდა 5 თვის ჩვილის ისტორიას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ზაკინთოდან საავადმყოფოში საჰაერო გზით გადაყვანა გახდა საჭირო.

პატრას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს დირექტორმა ანდრეას ილიადისმა გამოაქვეყნა პაციენტთან და პაციენტის ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი და განაცხადა, რომ სიცოცხლემ კიდევ ერთხელ დაამარცხა სიკვდილი.

ექიმი აცხადებს, რომ პატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილიდან გადაიყვანეს პალატაში და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

“ერთი ბავშვის გადარჩენა მთელი სამყაროს გადარჩენის ტოლფასია.” – აცხადებს ანდრეას ილიადისი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *