Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ბრედ პიტი ათენის მერიას ესტუმრა

ბრედ პიტი ათენის მერიას ესტუმრა

6 მარტს, საღამოს 20:30 საათზე ბრედ პიტმა ათენის მერიის შენობა დატოვა და კოძიას მოედნისკენ გაემართა, სადაც მას გულშემატკივრები ელოდებოდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავის ახლოდან გასაცნობად და ავტოგრაფების მისაღებად.

გულშემატკივრები მსახიობს შეძახილებით და ათობით მობილური ტელეფონით ხელში შეხვდნენ, რათა სამახსოვროდ დარჩენოდათ შეხვედრის კადრები. 

მიუხედავად საკმაოდ დატვირთული გრაფიკისა ბრედ პიტი მათ სახეზე ღიმილით შეხვდა და მიესალმა კონვერტით ხელში, რომელშიც სავარაუდოდ ფილმის სცენარი იყო მოთავსებული.

მსახიობის უბრალო გულშემატკივრებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ მერიის თანამშრომლებიც, რომლებიც მერიის შენობის შესასვლელთან დახვდნენ შუადღეს ჰოლივუდის ვარსკვლავს. ბრედ პიტის გამოჩენამ მერიის შენობაში იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ათენის მერმა ჰარის დუკასმა იეჭვიანა კიდეც და თანამშრომლებს იუმორ ნარევი ტონით სთხოვა: “მინდა ყოველ დილას მეც ესე მელოდებოდეთ კართან..” 

იმისთვის, რომ ჰარის დუკასის და ბრედ პიტის შეხვედრა შემდგარიყო როგორც მერმა ასევე მერიის თანამშრომლებმაც საკმაოდ მკაცრ გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, სწორედ ამიტომ არ აუტვირთავს არცერთ მათგანს მსახიობთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *