ბავშვთა დახმარების მისაღებად პლატფორმა ღია დღეს საღამოს 6 საათამდე დარჩება
ბავშვთა დახმარების მისაღებად პლატფორმა ღია დღეს საღამოს 6 საათამდე დარჩება
პლატფორმა A21, რომელზე რეგისტრაციაც შეუძლიათ მშობლებს, რომლებსაც სურთ ბავშვთა დახმარების მიღება ღია იქნება 2026 წლის 11 მარტამდე, საღამოს 6 საათამდე.
რეგისტრაციისთვის მშობლებს დასჭირდებათ taxisnet-ის კოდები, რომლითაც უნდა შევიდგნენ ΟΠΕΚΑ-ს გვერდზე. https://opeka.gr/oikogeneia/epidoma-paidiou-a21/ilektronikes-ypiresies/
დახმარების თანხა გამოითვლება 2026 წლის A21 განაცხადში დეკლარილებული არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობიდან და ბენეფიციარების 2024 წლის საგადასახადო დეკლარაციის მიხედვით.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვთა დახმარების მინიჭებისთვის აუცილებელ წინაპირობებს შორისაა: დამოკიდებული ბავშვების დასწრება სასწავლო პროცესის განმავლობაში სავალდებულო განათლების მისაღებად.
განცხადებაში უნდა ჩაიწეროს:
- სასწავლო დაწესებულების, სკოლის დეტალები
- კლასი, რომელშიც არასრულწლოვანი იღებს განათლებას, არასრულწლოვნის სარეგისტრაციო ნომერი.
რეგისტრაციის პირობებსა და დახმარებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ ბმულს.
