Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მეტროში ძარცვისთვის 2 პირი დააკავეს

მეტროში ძარცვისთვის 2 პირი დააკავეს

18 წლის ბერძენმა და 27 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქემ 11 მარტს მეტროში, კერძოდ “აღია მარინა”-ს სადგურზე ერთ-ერთ მგზავრს ოქროს ყელსაბამი იარაღის მუქარით ჩამოგლიჯეს და ადგილიდან მიმალვა სცადეს.

თავდამსხმელები საწყის ეტაპზე მეტროში შესვლამდე მიუახლოვდნენ მსხვერპლს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ყელსაბამის ჩამოგლეჯვა ვერ შეძლეს და მეორედ ბედი ბილეთების გასატარებელ მანქანებთან სცადეს სადაც უკვე მგზავრს იარაღით დაემუქრნენ და ისე შეხსნეს ყელსაბამი. 

ყელსაბამის ხელში ჩაგდების შემდეგ 27 წლის ბიჭი მეტროსადგურიდან გარეთ გაიქცა, ხოლო 18 წლის ბიჭი კი ვაგონში შევარდა დანაშაულის ადგილიდან მიმალვის განზრახვით თუმცა მემანქანემ მატარებელი გააჩერა და პოლიციას შესაძლებლობა მისცა დამნაშავე დაეჭირა.

დაკავებულების დოკუმენტაციის შემოწმებისას დადგინდა, რომ 27 წლის ბიჭი საბერძნეთში უკანონოდ იმყოფება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *