Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები

13 მარტს როგორც საბერძეთში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ძილის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ამ დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობისათვის და როგორ უნდა ვებრძოლოთ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს

სამედიცინო ენაზე უძილობას ინსომნიას უწოდებენ. აღნიშნულ პრობლემას შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეეჯახოს. ის რამდენიმენაირად გამოიხატება: გართულებული ჩაძინებით, ხშირი გაღვიძებით, არასაკმარისი ძილით და გაღვიძების შემთხვევაში ძილის შებრუნების შეუძლებლობით.

უძილობის გამოწვევა ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას შეუძლია და პირიქით, თვითონ უძილობამაც შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგია, რომელიც ადამიანის სხეულის ყველა სისტემას ჩაითრევს.

ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავებენ უძილობის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს, მიზეზის მიხედვით კი პირველადს და მეორეულს.

ამერიკის შეერთებული შტატების გულის, ფილტვებისა და სისხლის ნაციონალურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა იმ ადამიანების სია, რომლებსაც ინსომნიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ესენი არიან:

  • მაღალი სტრესის მქონე პირები;
  • ისეთი ემოციური დარღვევების მქონე პირები, როგორიცაა, მაგალითად, დეპრესია;
  • ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ სხვადასხვა სააათო ზონაში მოგზაურობა;
  • მოუწესრიგებელი სამუშაო გრაფიკის მქონე პირები; პირები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა – მათაც შეიძლება გამოიწვიონ ქოშინი, თავის ტკივილი (მაღალი წნევის გამო), სიმძიმის შეგრძნება კეფის არეში და სხვა დისკომფორტი, რაც, თავის მხრივ, უძილობამდე მიგვიყვანს;
  • მენოპაუზამ – ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი ჰორმონულ სტრესს განიცდის, რაც უძილობის მიზეზი ხდება;
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *