Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სოფია მიცოტაკი: იმედია აქ დამთავრდება ეს უბედურება

სოფია მიცოტაკი: იმედია აქ დამთავრდება ეს უბედურება

სოფია მიცოტაკიმ მასთან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ამბების საპასუხოდ გამოაქვეყნა მუსკატიდან ათენის მიმართულებით ფრენაზე ჩასხდომის ბილეთი, რომელიც 6 მარტით თარიღდება.

ფოტოსურათთან ერთად კი მკითხველებს მიმართა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა გამოხმაურებოდა არცერთ ჭორს ბოლოს მაინც გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ჩასხდომის ბილეთი Aegean-ის ფრენიდან და სწორედ ასე აპირებს დაამტკიცოს, რომ მის გარშემო ატეხილი აურზაური სიმართლეს არ შეესაბამება.

იქვე დასძინა, რომ კონკრეტული საინფორმაციო წყარო, რომელიც მასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ცდილობს მის დამნაშავედ წარმოჩენას.

შეგახსენებთ, რომ სოფია მიცოტაკისთან დაკავშირებით ცოტახნისწინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუბაიდან კერძო თვითმფრინავით დაბრუნდა, ხოლო აღნიშნული ფრენა კი მის ოჯახს 50 000 ევრო დაუჯდა, რაც საბერძნეთის ბიუჯეტიდან გადაიხადეს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *