Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

17 წლის ბიჭს დღეს პროკურორი დაკითხავს

17 წლის ბიჭს დღეს პროკურორი დაკითხავს

სალონიკში, პროკურორთან გადაიყვანენ დღეს 17 წლის პოლონეთის მოქალაქეს, რომელიც პარასკევს, კატერინში, 16 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ შემზარავი მკვლელობის საქმე საბერძეთის ტერიტორიაზე გაიხსნა, როცა არასრულწლოვანი პოლონეთის მოქალაქე ქალაქ კატერინიში დააკავეს.

ახალგაზრდა საბერძეთს ტურისტული კომპანიის მიერ ორგანიზებული ტურისტულ ჯგუფთან ერთად ეწვია დასასვენებლად. დაკავებულს ბრალი ედება 16 წლის მაია კოვალსკას მკვლელობაში. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად გოგონა 23 აპრილს მოკლეს.

ივარაუდება, რომ ახალგაზრდამ გოგონა ნაჯახით, ან ჩაქუჩით მოკლა. გოგონას ცხედარი დაწვა ქიმიური ნივთიერებით და შემდეგ ნაგვის ყუთში გადაადგო. 

დამნაშავის ვინაობა პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს და მის წინააღმდეგ დაკავების ბრძანება გასცეს, სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე მოხდა მისი საბერძნეთის ტერიტორიაზე დაკავება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *