კორიდალოს ციხეში 2 პატიმარი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა
კორიდალოს ციხეში 2 პატიმარი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა
14 მარტს საღამოს კორიდალოს ციხეში დაცვის თანამშრომლებმა საკანში 2 პატიმარი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
პატიმრები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანა, თუმცა მათთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილია 49 წლის საბერძნეთის და 43 წლის ბანგლადეშის მოქალაქე.
გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება სახელდება.
Facebook Comments Box
