დღეიდან მეტროსადგურები ომონია, პანეპისტიმიო, სინდაღმა და აკროპოლი ღამის 21:40 საათზე დაიკეტება
დღეიდან მეტროსადგურები ომონია, პანეპისტიმიო, სინდაღმა და აკროპოლი ღამის 21:40 საათზე დაიკეტება
ათენის მეტროში ლიანდაგების შეცვლისა და 5G ქსელის დამონტაჟების პროექტი დღეიდან, 15 მარტიდან ახალ ფაზაზე გადადის და ამჯერად ტექნიკური სამუშაოები ომონია-აკროპოლის სადგურებზე ჩატარდება.
კერძოდ კი მეტროსადგურები: ომონია, პანეპისტიმიო, სინდაღმა და აკროპოლი ღამის 21:40 საათზე დაიკეტება და მატარებლები აღნიშნულ სადგურებზე გაუჩერებლად გაივლიან.
ტექნიკური სამუშაოები აღნიშნულ მეტროსადგურებზე 23 მარტამდე გასტანს.
Facebook Comments Box
