საბერძნეთში პაკისტანური დიასპორის “ერთობა” პრეზიდენტს საერთაშორისო დაცვის სტატუსი შეუჩერდა
საბერძნეთში პაკისტანური დიასპორის “ერთობა” პრეზიდენტს საერთაშორისო დაცვის სტატუსი შეუჩერდა
17 მარტს თავშესაფრის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ჯავედ ასლამისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ჯავედ ასლანი საბერძნეთში პაკისტანური დიასპორის “ერთობა” პრეზიდენტია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კავედ ასლანს თავშესაფრის სამსახურმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 15 სამუშაო დღე მისცა მისი პოზიციის წარსადგენად და ნებისმიერი მტკიცებულების თუ შენიშვნის დასაფიქსირებლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილების გამოცემის პროცედურა კანონით გათვალისწინებული წესებით წარიმართა: დაინტერესებულმა მხარემ წარადგინა მისი პოზიცია ოფიციალური ფორმით, თავშესაფრის სამსახურმა განიხილა დაინტერესებული მხარის პოზიცია და კატეგორიულად უარყო თავშესაფრის მინიჭების საჭიროება კანდიდატისთვის, რადგან ოფიციალურ განცხადებაში მის მიერ წარდგენილი მიზეზები არ იყო დამაკმაყოფილებელი საერთაშორისო დაცვის მიღებისთვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯავედ ასლამს შეუძლია გაასაჩივროს.
