3 წლის ანგელო: სასამართლო პროცესზე ბიჭის მშობლები გადაიყვანეს
3 წლის ანგელო: სასამართლო პროცესზე ბიჭის მშობლები გადაიყვანეს
თავდახრილი და გაძლიერებული დაცვის ქვეშ მიიყვანეს 3 წლის ანგელოს მამობილი ირაკლიოს სასამართლოში დილის 9 საათზე.
კაცს ბრალი ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ედება, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
მალევე მიიყვანეს საპატრულო მანქანით ბიჭის 27 წლის დედაც.
ადგილობრივი პრესის patris.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 წლის ბიჭზე ძალადობის ფაქტები დეტალურად არის აღწერილი საქმის მასალებში. მის გარდაცვალებაში ბრალი მისსავე მშობლებს ედებათ.
სასამართლო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს სხეულისა და თავის არეში დაზიანებები ფიზიკური ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული.
მშობლები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
დედა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე ურტყამდა შვილს აკვნის ხის ნაჭერს, ხოლო მეუღლე კი დედას ადანაშაულებს.
