Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ავიაკომპანია SKY express-ი ბილეთებზე ფასების მომატებას არ გეგმავს

ავიაკომპანია SKY express-ი ბილეთებზე ფასების მომატებას არ გეგმავს

ახლო აღმოსავლეთში არსებული საომარი ვითარების გამო ბოლო პერიოდში მომატებული საწვავის ფასის მიუხედავად ავიაკომპანია SKY express-ი აცხადებს, რომ ავიაბილეთების ღირებულების გაზრდას არ აპირებს.

ავიაკომპანიის პრესცენტრი აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტად რჩებიან მგზავრები, ტუროპერატორები და ბერძნული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. კომპანია ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო მოვლენების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში გადახედავს არსებულ პოლიტიკას.

ამავდროულად, კომპანია მოუწოდებს მგზავრებს დროულად დაგეგმონ მოგზაურობები, რადგან აღდგომის პერიოდისთვის 2026 წლის 31 მარტამდე გაცემულ თითოეულ ბილეთზე ავიაკომპანია მათ 50 ევროს ღირებულების ვაუჩერს სთავაზობს მომავალი რეისისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *