ტემბი: ხვალიდან სასამართლო პროცესი იწყება – ბრალდებულები და სამუდამო პატიმრობის საფრთხე
ტემბი: ხვალიდან სასამართლო პროცესი იწყება – ბრალდებულები და სამუდამო პატიმრობის საფრთხე
რამდენიმე საათში დაიწყება სასამართლო პროცესი, რომელსაც ამდენი წელია ველოდებით, ტემბში 2023 წლის 28 თებერვლის ღამეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავეების ვინაობის დასადგენად, რომლის შედეგადაც 57 მგზავრი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ორი მატარებლის საბედისწერო შეჯახებამ მძიმე კვალი დატოვა ბერძნულ საზოგადოებაზე.
ხვალ, 22 მარტს დილის 9 საათზე ლარისას სამწევრიანი სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარე, ღეორღია სტეფანიდუ სხდომას გახსნილად გამოაცხადებს, რათა დაიწყოს საბერძნეთში ყველაზე სისხლიანი შეჯახების საქმის მოსმენა.
საქმეს 36 ბრალდებული და 352 მოწმე ჰყავს, რომელთაგანაც 230 ბრალდების მხარის მოწმეა. მათ შორის არიან მსხვერპლთა ნათესავები, გადარჩენილები. ხოლო დარჩენილი 122 კი შედგება ადამიანებისგან, რომლებმაც გამოძიების პროცესში ავარიის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს. საუბარი გვაქვს ძირითადად რკინიგზის სადგურის თანამშრომლებზე, მეხანძრეებზე, პოლიციელებზე, სასამართლო ექსპერტებზე და ა.შ.
ადვოკატების რაოდენობა, რომელიც აღნიშნულ პროცესში იღებენ მონაწილეობას 200-ს სცდება, ხოლო საქმის მასალების რაოდენობა კი 570-ს უტოლდება. რაც არ გამორიცხავს იმას, რომ სასამართლო პროცესის ხანგრძლივობამ შესაძლოა 2 წელსაც კი გადააჭარბოს.
სასამართლო შეიკრიბება თესალიის უნივერსიტეტის „ღეოპოლის“-ის კომპლექსში, სივრცეში, რომელიც ისტორიული სასამართლო პროცესის ჩასატარებლად სასამართლო დარბაზად გადაკეთდა.
ხვალიდან პრესის ყურადღების ცენტრში სწორედ ეს სივრცე მოექცევა, სადაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხი დაესწრება სასამართლო პროცესს.
