Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

ავსტრალია: სააბაზანოში შესულმა მობინადრემ იქ თითქმის ორი მეტრის პითონი აღმოაჩინა

საოცარი და შემზარავი ინციდენტი მოხდა ავსტრალიის ქალაქ ქვინსლენდში.

ქალაქის ერთ-ერთ მაცხოვრებელს აბაზანაში შესვლისას იქ მოულოდნელად დაუპატიჟებელი სტუმარი-თითქმის ორი მეტრი სიგრძის პითონი დახვდა.

შოკში ჩავარდნილმა სახლის მფლობელმა დრო არ დაკარგა და სასწრაფოდ დაუკავშირდა ცნობილ ჰერპეტოლოგს  დახმარებისთვის, რომელიც ზარის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მივიდა ადგილზე.

გველი საოცრად კომფორტულად გრძნობდა თავს მისთვის მოულოდნელ გარემოში და იქაურობის დატოვებას არც აპირებდა.

მიუხედავად გველის შთამბეჭდავი ზომისა, მაშველმა შეძლო ქვეწარმავლის გამოყვანა ადგილიდან სულ რაღაც 30 წამში.

ამასთან, პითონი უბრძოლველად არ დანებებულა და ცდილობდა თავს დასხმოდა მისთვის მოულოდნელ საფრთხეს.

საბოლოოდ მაშველმა მოახერხა გველის სპეციალურ კალათში მოთავსება მანამდე, სანამ ისევ მის ჩვეულ ბუნებრივ გარემოში გაუშვებდა.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა,  აღნიშნული სახლის უკან ხეების მოჭრის შემდეგ გამოწვეულმა არეულობამ სავარაუდოდ აიძულა გველი თავშესაფარი ეძია. გადაკვეთა ქუჩები და აძვრა კედელზე, საიდანაც საბოლოოდ თბილ აბაზანაში მოიკალათა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *