Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ახაია: მძარცველებმა დედა-შვილის გაძარცვა სცადეს

ახაია: მძარცველებმა დედა-შვილის გაძარცვა სცადეს

ახაიას ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლების სახლში ძალის გამოყენებით გახსნეს სახლის კარი მძარცველებმა, სადაც მათ შეშინებული დედა-შვილი დახვდათ.

ბოროტმოქმედებმა ფიზიკურად იძალადეს დედა-შვილზე რათა ეიძულებინათ ეთქვათ სად ჰქონდათ შენახული ძვირფასეულობა და ოქროული და მიეთითებინათ კიდევ რისი მოპარვა შეეძლოთ.

45 წლის ქალმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღწერა თუ როგორი მძიმე გადასატანი იყო ღამე, როდესაც 3 მძარცველიდან 2 მისი საძინებლისკენ გაემართა. ქალი აცხადებს, რომ მძარცველები შეიარაღებულები იყვნენ: “გვეძინა მეც და ბავშვსაც, როცა ხმაური შემომესმა. თვალები გავახილე და დავინახე რომ ორი სახე დაფარული კაცი იარაღით ხელში შემოდიოდა ოთახში. მხოლოდ თვალები უჩანდათ, არაფერი სხვა. მომიახლოვდნენ და მითხრეს ავმდგარიყავი. მითხრეს, რომ ჩემი შვილის ოთახში სხვა იყო შესული და ამიკრძალეს მეყვირა, რომ რამე ცუდი არ მომხდარიყო.” 

მძარცველებმა იცოდნენ, რომ სახლში სეიფი იყო ძვირფასეულობით სავსე, სწორედ ამიტომ დედას ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვის თვალწინ, რათა სეიფის კოდი გაემხილა.

მძარცველებმა 7 000 ევრო და 3 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *