Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

Pizza Fan-ის საბანკო ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა

Pizza Fan-ის საბანკო ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა

საბერძნეთში პიცერიების ქსელი Pizza Fan 11 ნოემბრიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. კომპანიის 109 ფილიალიდან 107 ოთხშაბათს შუადღიდან მომხმარებლებს კვლავ მოემსახურება. საქმიანობის განახლება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა.

კომპანიისა და მისი მფლობელის, კონსტანტინოს ანტარასის ადვოკატის, მიხალის მარკულაკოსის განცხადებით, საბანკო ანგარიშები უკვე განბლოკილია და ქსელის სრულფასოვანი მუშაობის აღსადგენად საჭირო ტექნიკური სამუშაოებიც დასრულებულია.

აღდგა კომპანიის საინფორმაციო სისტემა, ხოლო ელექტრონული გადახდების მომსახურებისთვის მზად არის პლატფორმა Viva. მუშაობა განაახლა ასევე შეკვეთების ონლაინპლატფორმა efood-მა.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქსელის მხოლოდ ორი ფილიალი დარჩება დროებით დაკეტილი.

Pizza Fan-ის დაბრუნებას ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც ახლავს: შეკვეთებს აღარ მოჰყვება უფასო საჩუქარი, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს აქამდე სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშები უკანონო შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის გადაწყვეტილებით დროებით დაიბლოკა, რასაც ბიზნესსაქმიანობის შეჩერება მოჰყვა.

კომპანიის საქმიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია 2 500 თანამშრომლისთვის, რადგან საბანკო და ტექნოლოგიური სისტემების ამოქმედება შესაძლებელს ხდის შეკვეთების მიღების, ანგარიშსწორებისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის განახლებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *