Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მყვინთავი, რომელმაც ეშმაკის ჭაში კოლეგის გამოსახსნელად ჩაყვინთა, პირველ კომეტარს აკეთებს

მყვინთავი, რომელმაც ეშმაკის ჭაში კოლეგის გამოსახსნელად ჩაყვინთა, პირველ კომეტარს აკეთებს

ვულიაღმენში, კერძოდ ლიმანაკიაში მდებარე “ეშმაკის ჭა”-მ 34 წლის მყვინთავის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადონის ღრაფასმა, გამოქვაბულების მყვინთავმა და მკვლევარმა, რომელიც 34 წლის მყვინთავის სამძებრო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას, ჩატარებულ ოპერაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 28 მეტრის სიღრმის წყალქვეშა გვირაბიდან სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გამოსვლა შეუძლებელია:

“ძალიან რთული ოპერაცია იყო გეომორგოლოგიური სირთულეების გამო, რადგან აღნიშნულ გამოქვაბულში წყლის უწყვეტი შედინების გამო, წყალქვეშა გვირაბი როგორც “შემწოვი მილი” ისე მუშაობს. სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ერთი კვირის წინ სამწუხარო ინციდენტი, როცა ჩვენი კოლეგა უნებლიედ ამ გვირაბში აღმოჩნდა. როგორ მისი მეგობრები აცხადებენ ის არ გეგმავდა აღნიშნულ გამოქვაბულში შესვლას, თუმცა შესასვლელთან იმდენად ახლოს მიცურა, რომ მილში შემავალმა ნაკადმა სანამ რეაგირებას მოასწრებდა მოიტაცა. მისი ცხედარი შესასვლელიდან 5 მეტრში ვიპოვეთ. მე და ჩემი გუნდი აღნიშნულ გამოქვაბულში 2018 წელს 145 მეტრის სიღრმეზე შევედით. თუ ამ ტერიტორიაზე ჩაყვინთვას გადაწყვეტ შეუძლებელია უკან გამოსვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე. 34 წლის მყვინთავმა ვიწრო ყურეები გაიარა, საიდაც ათასობით ტონა წყალი სწრაფი ტემპით მიედინება და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ნაკადის საწინააღმდეგოდ გამოცურვას. მისმა მეგობარმა ყველაფერი სცადა მის გადასარჩენად, თოკი ჩაუშვა, თუმცა არასწორი კუთხიდან და სწორედ ამიტომ გახდა სრულიად შეუძლებელი მყვინთავის გვირაბიდან გამოყვანა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *