Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

თვითმფრინავის იძულებითი დაშვება ათენში – მგზავრმა განაცხადა, რომ ცოლი მოკლა

გერმანელი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ცოლი მოკლა,  ათენის “ელეფთერიოს ვენიზელოს” აეროპორტში უსაფრთხოების  დარღვევისა და მოძრაობის შეფერხების ბრალდებით დააკავეს .

მგზავრმა მამაკაცმა შტუდგარდიდან ეგვიპტის მიმართულებით რეისზე, შაბათს ნაშუადღევს, ორჯერ მშვიდი ხმით უთხრა ეკიპაჟის წევრებს, რომ მან ცოლი მოკლა გერმანიაში. ეს გაიგეს რეისის მგზავრებმაც, რამაც არეულობა გამოიწვია.

მომხდარის შესახებ პოლიციას ეკიპაჟის წევრებმა აცნობეს და თვითმფრინავმა ათენში ავარიული დაშვება განახორციელა.

კაცმა აეროპორტის პოლიციას უთხრა, რომ მისი ნათქვამი ტყუილია და ხუმრობს, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის პოლიციამ ინტერპოლს დახმარება სთხოვა, რათა გაერკვია, მართლა ცოცხალია თუ არა გერმანელის ყოფილი პარტნიორი.

მამაკაცი საბოლოოდ შაბათს ღამით აეროპორტში დააკავეს .

მისმა საქციელმა  გამოიწვია მოძრაობის შეფერხება იძულებითი დაშვების გამო, რამაც ფრენა ერთი საათით გადადო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *