კალამატა: საფრთხის შემცველი წეს-ჩვეულება, რომელმაც ოპერატორის სიცოცხლე იმსხვერპლა
კალამატა: საფრთხის შემცველი წეს-ჩვეულება, რომელმაც ოპერატორის სიცოცხლე იმსხვერპლა
მიუხედავად არაერთი აკრძალვისა ხელნაკეთი ცეცხლისმფრქვევლებით ბრძოლის ჩვეულება კალამატაში ყოველ აღდგომას შეუფერხებლად მიმდინარეობს. საფრთხის შემცველი ქმედება, რომელიც წარუშლელ ტრადიციად იქცა.
“საიტოპოლემოს” მთავარი ინსტრუმენტი “საიტებია”, რომლებსაც მუყაოსგან ამზადებენ, დენთით და ზეთით ავსებენ და ცეცხლის წაკიდების შემდეგ ინტენსიურ ხმაურს და ნაპერწკლების გაფრქვევას იწვევს.

საიტოპოლემოსი არ არის მხოლოდ ადგილობრივი სააღდგომო ღონისძიება, არამედ კალამატას მაცხოვრებლების იდენტობის, მეხსიერებისა და კოლექტიური გამოცდილების ღრმად ფესვგადგმული გამოხატულება.
როცა აღნიშნული ტრადიცია ბევრისთვის აღდგომას უკავშირდება, უამრავ ადამიანში შიშს და შფოთვას იწვევს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ტრადიციას ოპერატორის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხელნაკეთი ცეცხლისმფრქვევლების გამოყენება სახელმწიფომ ოფიციალურად აკრძალა, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან შემდგარი ჯგუფები მაინც ჯიუტად ინარჩუნებენ წეს-ჩვეულებას.
ოპერატორი კოსტას თეოდორაკაკისი 7 წლის წინ ცეცხლისმფრქვეველი ხელსაწყოს თავში მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა. ოპერატორის გარდაცვალებამ წარუშლელი კვალი დატოვა საზოგადოებაზე, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა ტრადიციის შესაჩერებლად.
