საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი დამარცხდა
საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი დამარცხდა
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პიტერ მაძიარმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ვიქტორ ორბანზე.
მისი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო ევროკავშირთან ქვეყნის კავშირების აღდგენა და, მეორე მხრივ, მოსკოვთან კავშირების შესუსტება.
მან განაცხადა, რომ განაგრძობს რუსეთთან საუბარს, თუმცა არა მეგობრობას.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანი ქვეყანას 2010 წლიდან მართავდა.
გაზეთ „Politico“-ს ევროპულმა ოფისმა მოვლენა ევროკავშირის 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად შეაფასა. „დოიჩე ველემ“ კი არჩევნებს „რეფერნდუმი“ უწოდა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, მიისწრაფვოდა უნგრეთი „ავტორიტარიზმისა“ და რუსული კურსისკენ, თუ ქვეყანა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ შემობრუნდებოდა.
Facebook Comments Box
