Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მანოლის მავრომატისი გარდაცვლილ მეუღლეზე საუბრობს

მანოლის მავრომატისი გარდაცვლილ მეუღლეზე საუბრობს

მანოლის მავრომატისმა ისაუბრა რთულ 3.5 წელზე, რომელიც მან საავადმყოფოს ოთხ კედელში გამომწყვდეულმა, რეაბილიტაციის ცენტრში გაატარა 2024 წლის თებერვალში კოლონაკში, საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული დამწვრობების გამო. მომხდარს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ისიც, რომ ხანძარმა მანოლის მავრომატისის მეუღლის სიცოცხლე იმსხვერპლა.

“წელიწად ნახევარი ღ.ღენიმატას საავადმყოფოში გავატარე, დარჩენილი ორი კი რეაბილიტაციის ცენტრში. 3,5 წელი გავატარე საავადმყოფოს 4 კედელში გამომწყვდეულმა, ძალიან რთული იყო. იმედი მაქვს ახლა, როცა ყველაფერმა ჩაიარა და მკურნალობაც დავასრულე, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არ შემიძლია ვთქვა რომ ჩემმა რეაბილიტაციის პერიოდმა სრულყფილად ნაყოფიერად ჩაიარა, რადგან ფიზიკურ დამწვრობებს ჩემი სულიერი ჭრილობებიც ემატება, რომელიც ჩემი მეუღლის გარდაცვალების შედეგად მომადგა და რომელთა განკურნებაც კლასიკურ თერაპიებს არ შეუძლიათ. მთელი სახლი იწვოდა, ვეცადე გარეთ გამომეყვანა მაგრამ ვერ შევძელი. სახლს ცეცხლი მოედო, ის დივანზე იჯდა და არ უნდოდა სახლის დატოვება. საბედნიეროდ ჩემმა შვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩამოსულიყო ინგლისიდან და გვერდში დამდგომოდა ამ რთულ პერიოდში. ჩემს დაუძინებელ მტერსაც კი არ ვუსურვებ მსგავს გამოცდილებას. ერთადერთი რაც მაცოცხლებს ჩემი შვილის სიყვარულია.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *