Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლარისა: მამაკაცს მანქანიდან 50.000 ევრო მოპარეს

ლარისა: მამაკაცს მანქანიდან 50.000 ევრო მოპარეს

მამაკაცმა რომელიც ლარისის ერთ ერთი სოფელის მკვიდრია ბანკიდან დიდი რაოდენობის თანხა გამოიტანა და თავის სოფელში დაბრუნდა. მან ვერ შეამჩნია რომ მას ბოროტმოქმედები ფეხდაფეხ აედევნენ.

მსხვერპლმა მანქანა სოფელ მანდრაში თავის სახლის წინ გააჩერა და ჩანთა რომელშიც დიდი რაოდენობის თანხა ედო მანქანაში დატოვა.

როდესაც ის მანქანაში დაბრუნდა აღმოაჩინა რომ მისი მანქანის მინა გატეხილი იყო და ჩანთა რომელშიც 50.000 ევრო იყო მოთავსებული გაუჩინარებული იყო. მან მაშინვე შეატყობინა პოლიციას და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ლარისას უსაფრთხოებისა და კრიმინალური რაზმის თანამშრომლები, რომლებმაც მანქანიდან თითის ანაბეჭდები აიღეს.

ლარისელი მამაკაცი იღბლიანი აღმოჩნდა რადგან უშიშროების სამსახურმა საკმაოდ სწრაფად მოახდინა რეაგირება და დაკავებულია ორი საბერძნეთის მოქალაქე, ერთი 41 და მეორე 28 წლის.

დაკავებული პირების მფლობელობაში აღმოჩნდა მანქანის გატეხვის იარაღები, თანხა რომელიც მესაკუთრეს დაუბრუნდა და ასევე ერთ ერთ მათგანს აღმოაჩნდა ცხრა ნარკოტიკული აბი. ორივე ბრალდებული გადაყვანილია პროკურატურაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *