მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად
მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად
კეფალონიაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ გამოძიებას იმის დასადგენად იღებდნენ თუ არა სხვა პირებიც მონაწილეობას.
გარდა 66 წლის კაცისა, რომელიც მირტოს 23 წლის ბრალდებულმა გააცნო და რომელთანაც მირტო გარდაცვალების ღამეს საუბრობდა, გამოძიება ცდილობს დაადგინოს ჰქონდათ თუ არა სხვა პირებთანაც კონტაქტი საბედისწერო ღამეს არა მხოლოდ მირტოს, არამედ ბრალდებულებსაც.
რაც შეეხება 66 წლის კაცს, ის თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში და მისცა ჩვენება, სადაც განაცხადა, რომ საბედისწერო ღამეს გამთენიის 4 საათამდე ჰქონდა კონტაქტი ვიდეოზარის მეშვეობით მირტოსთან. მანვე გადაუგზავნა 220 ევრო მირტოს სახლის საქირავებლად.
ამ დრომდე დაკავებულებს ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ედებოდათ ბრალად. გუშინდელი დაკითხვის შემდეგ ბრალი დამძიმდა და სამივე დაკავებულს ბრალი ადამიანის უმოქმედობით განზრახ მკვლელობაში ედება.
