Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

სროლა აგიო პანტელეიმონის ტერიტორიაზე-დაშავებულია 25 წლის მამაკაცი

წუხელ, ეგვიპტის მოქალაქე 25 წლის მამაკაცი KAT-ის ჰოსპიტალში ფეხზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს,  რომელმაც ტყვია ახარნონზე, აგიო პანტელეიმონის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად მიიღო.

ორშაბათს, ღამის 10:30-ის შემდეგ, უცხოელის განცხადებით, კაბანის ქუჩაზე მის წინ მანქანა გაჩერდა, საიდანაც ორი ადამიანი გადმოვიდა და ცეცხლი გახსნა მისი მიმართულებით.

ორი ტყვიიდან ერთ-ერთი მას ფეხში მოხვდა, რის შედეგადაც იგი ძლიერი სისხლდენით დაეცა, ცოტა ხნის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით KAT-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ იპოვა და ამოიღო ორი ტყვია და ვაზნა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავე პირების გამოსავლენად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *