Latest news
სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს ცენტრალურ მაკედონიასა და იპიროზე წყლის დეფიციტის დასაძლევად 7 ახალი პროექტი დაფინანსდება სიდნეი 2026: XII საერთაშორისო საზაფხულო საუნივერსიტეტო პროგრამა გამოქვეყნდა აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს
შაბათი, ივლისი 4, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია

უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა ვიტნიმ, რომელიც უკვე ორი ათეული წელია სალონიკში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ის საუბრობს საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემაზე, უფრო კონკრეტულად კი, კერძო კლინიკებზე და ამტკიცებს, რომ ექიმების მომსახურება, კლინიკების აღჭურვილობა და პაციენტებთან მიდგომა ამერიკული სისტემის მეთოდებს ბევრად აღემატება. მეტიც, ვიტნის თქმით, ამერიკელებს „ტვინი აქვთ გამორეცხილი“, რადგან გულწრფელად სჯერათ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვთ.

ვიდეომ მალევე მიიქცია ყურადღება და თავად ჯანდაცვის მინისტრმაც კი გააზიარა, თითქოს ეს იყო გადამწყვეტი არგუმენტი: აი, თავად ამერიკის მოქალაქეც ადასტურებს, რომ ბერძნები უსამართლოდ ვაკრიტიკებთ საკუთარ სისტემას. ვიდეო, რომელიც თითქოს ყველა მითს ამსხვრევს, თუმცა რეალურად სულ სხვა მიზანს ემსახურება.

ჩნდება მთავარი კითხვა: ნამდვილად გვაქცევს საუკეთესოებად ის ფაქტი რომ მსოფლიოში ყველაზე ცუდ სისტემაზე უკეთესები ვართ? თუ კრიტერიუმი მხოლოდ ის არის, რომ „სხვა უფრო ცუდადაა“, მაშინ ალბათ პროგრესის იდეის მნიშვნელობასაც უნდა გადავხედოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველთვის მოიძებნება ვინმე უფრო ცუდ მდგომარეობაში.

და ბოლოს, იქნებ საკითხი სულ სხვანაირად უნდა დავსვათ: იქნებ ჯანდაცვის მინისტრი თავად ცდილობს „ტვინის გამორეცხვას“ მსგავსი ზედაპირული ვიდეოებით? ვიდეოებით, რომლებიც უფრო კერძო კლინიკების არაპირდაპირ რეკლამას ჰგავს, მაშინ როცა სახელმწიფო საავადმყოფოები ყოველდღიურად სუსტდება და ამ ყველაფერს გვთავაზობს, როგორც წარმატების ისტორიას, უბრალოდ იმიტომ, რომ სადღაც, სხვაგან, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *