დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებები იმართება
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებები იმართება
შაბათს, 18 აპრილს, Topetmou.gr კიდევ ერთ შესანიშნავ ღონისძიებას მართავს სახელწოდებით: “ერთი დღე ჩემს შინაურ ცხოველთან ერთად”. აღნიშნული ღონისძიება კალითეაზე, დავაკის მოედანზე გაიმართება.
მარუსის შემდეგ ჩვენი ოთხგეხა მეგობრებისთვის გამართულმა ღონისძიებამ კალითეაზე გადმოინაცვლა და ეპატიჟება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ნამდვილად უყვარს ცხოველები.
მიბრძანდით და ერთად ისიამოვნეთ სახალისო გამოცდილებით, თამაშებითა და აქტივობებით, ყოველთვის საყვარელი ოთხფეხა მეგობრების ყურადღების ცენტრში. როგორც პატარებს, ასევე უფროსებს ექნებათ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ შინაური ცხოველების მოვლისა და მათთან თანაცხოვრების შესახებ. ამასთანავე, შეხვდებიან ლეკვებსა და კნუტებს, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ.
