დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში
დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში
როგორც საბერძნეთის, ასევე სრულიად ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე დიდ დემოგრაფიულ პრობლემას დაბალი შობადობა წარმოადგენს, რაც თავისთავად მოიაზრებს შობადობის შემცირებას და ერის დაბერებას.
სურათი კიდევ უფრო საგანგაშოა ადგილობრივ თემებში, ძირითადად მთიან და ნახევრადმთიან რაიონებში, სადაც მოსახლეობის შემცირება სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება.
ტელემაუწყებელმა ERTnews-მა დემოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორთან, ბაირონ კოძამანისთან ისაუბრა. საუბრისას კი ხაზი გაესვა პრობლემის როგორც ეროვნულ ასევე ადგილობრივ სიმწვავეს.
2026 წლის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ წლის პირველ თვეებში სიკვდილიანობა თითქმის ორჯერ აღემატება შობადობას, მაშინ როცა მცირე თემებში მთელი წლის განმავლობაში არცერთი ბავშვი დაბადებულა.
რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ რეპროდოქციულ ასაკზე, 1980-იანი წლებში არსებულ და დაწყებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე პრობლემის მთავარი მიზეზი ეკონომიკური კრიზისი, განვითარების შესაძლებლობის კლება, ჯანდაცვის სისტემის დღითიდღე უფრო გაუარესება, მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარება და ზოგადი გაურკვევლობის შეგრძნებაა, რომელბიც ახალგაზრდა ოჯახებს აწუხებს. შეუძლია თუ არა ადამიანს მაშინ, როცა უჭირს ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება როგორიცაა საკვები, ქირა და ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაბალი შემოსავლის გამო და შეუფერებლად მომატებული ფასების გამო, იფიქროს დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრაზე?!
