თანოს ბირკოს – მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
თანოს ბირკოს – მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდა თანოს ბირკოსი ყოველ ღამით, როცა დასაძინებლად მიდიოდა ძილის აპნოეს გამო, რომლის შესახებაც სამხედრო სამსახურის პერიოდში შეიტყო.
მისმა ხვრინვამ შეაშფოთა ექიმი, რომელმაც გამოკვლევების ჩატარება ურჩია. სწორედ მაშინ შეიტყო ძილის აპნოეს შესახებ და მას შემდეგ ცდილობს, ცხოვრებას ოპტიმისტურად შეხედოს: “ჯარში მზარეულის პოზიციაზე ვიყავი. რაღაც მომენტში ძილი ისე მომერია, რომ მაგიდაზე წამოვწექი. ჯარისკაცების ხმაურში ისე ჩამეძინა კაპიტანის შემოსვლა დარბაზში არც გამიგია. მიყვირა, თუმცა იმდენად უძლურად ვგრძნობდი თავს თვალის გახელა ვერ შევძელი. ვუთხარი სადაც გინდათ იქ გამგზავნეთ, თვალებს ვერ ვახელ.. ბანაკში ექიმი გვყავდა, რომელმაც გამსინჯა და მისი ამ დღემდე მადლობელი ვარ. როგორც კი საჭირო გამოკვლევები ჩამიტარდა დადგინდა, რომ აპნოე მაქვს. მითხრეს, რომ საათში 69 ჯერ ვიდექი გარდაცვალების წინაშე. 69 ჯერ ვწყვეტდი სუნთქვას. მას შემდეგ ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს. მას შემდეგ ვტკბები ცხოვრების ყველა წუთით, არ არსებობს ტაბუდადებული თემა ჩემთვის და ვცდილობ მაქსიმალურად დადებითი ენერგია გავუზიარო გარშემომყოფებსაც. ვაკეთებ ყველაფერს, რომ ჩემს არსებულ მდგომარეობას ხელი შევუწყო, ვიმკურნალო და რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლო.”
