საბერძნეთში 1იანვრიდან ხელფასები იზრდება-რას ითვალისწინებს ხელფასებისა და დანამატების ცირკულარი
ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის, თანოს პეტრალიასის მიერ წარდგენილ ცირკულარში მოცემულია 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო მოხელეთა ხელფასების მატებასთან დაკავშირებული ახალი დებულებები.
ცირკულარში ასევე განსაზღვრულია მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების, დანამატებისა და ჰონორარების ზედა ზღვარი. უმაღლესი ანაზღაურება კი უზენაესი მოსამართლეებისა და სახელმწიფო იურიდიული საბჭოს თანამშრომლების შემთხვევაში 8426,56 ევროს შეადგენს.
660 000 საჯარო მოხელეზე ხელფასის ზრდა, პირველად 14 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 900 მილიონი ევრო დაუჯდება (ხარჯის ნაწილი ხელფასის დაბეგვრით ანაზღაურდება).
“სუფთა”თანხა (გადასახადებისა და სოციალური უზრუნველყოფის შენატანების დაკავების შემდეგ), რომელსაც საჯარო მოხელეები „გაინაწილებენ“ 600 მილიონი ევროთი შემოიფარგლება.
პარლამენტის მიერ მიღებული დებულებების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელის ხელფასის ნამატი თვეში 70 ევროს აღწევს, ბავშვთა შემწეობა 20-50 ევროს ფარგლებში მერყეობს, ხოლო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ანაზღაურება 30%-ით იზრდება.
ახალი წლიდან ხელფასის მაქსიმალური ოდენობა შემდეგია:
სამინისტროს გენერალური მდივანი: 5121 ევრო
სასამართლო ოფიცრები და სახელმწიფო იურიდიული საბჭოს მთავარი პერსონალი: 8426,56 ევრო.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ექიმები: 6,454 ევრო.
შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების ძალების წევრები: 5615 ევრო.
ისინი, ვისაც შვილები ჰყავთ, თვიურ შემოსავალში უფრო მეტ ზრდას დაინახავენ. პირველ შვილზე შემწეობა 20 ევროთ იზრდება, ხოლო ვისაც ორი ან მეტი შვილი ჰყავს, შემწეობა 50 ევროთ გაიზრდება.
მაშასადამე: ერთშვილიანი დასაქმებულისთვის შემწეობა იზრდება 70 ევრომდე, ორ შვილთან ერთად 120-მდე, სამის 170-მდე, ოთხის 220-მდე. ხუთშვილიანი თანამშრომელი იღებს შემწეობას 290 ევრომდე (220+70), ხოლო ექვსზე. 360 (290+ 70) სულ.
მატება ასევე გათვალისწინებულია რიგ სხვა შემწეობებშიც. საპასუხისმგებლო თანამდებობაზე 65 000 საჯარო მოხელის მიერ მიღებული დანამატები 30%-ით გაიზარდა. შემწეობას იღებენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები, დირექტორის მოადგილეები, მენეჯერები, გენერალური მენეჯერები, ასევე ისინი, ვინც საპასუხიმგებლო თანამდებობებს იკავებენ სამხედრო სამსახურებში, შეიარაღებულ ძალებსა და უშიშროების ძალებში, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ექიმები, მკვლევარები, განათლების ხელმძღვანელები და ა.შ.
ამავდროულად, ცირკულაცია ითვალისწინებს:
15 ევროთ გაზრდილ სპეციალური სამუშაო პირობების შემწეობას შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების ძალების წევრებისთვის, რომლებიც დაქორწინებულები არიან ან ჰყავთ შვილები.
ეს არის სპეციალური შეღავათი, რომელსაც 112 000 ბენეფიციარი იღებს. ეს შემწეობა კორექტირებულია 55 ევროდან 70 ევრომდე უშვილო დაქორწინებულებისთვის და 115 ევროდან 130 ევრომდე დაქორწინებული, შვილიანი თანამშრომლებისთვის.
სასაზღვრო შემწეობა 100-დან 130 ევრომდე 30%-ით გაიზარდა და ეხება შეიარაღებული ძალების, სანაპირო დაცვის, საბერძნეთის პოლიციისა და სახანძრო ბრიგადის 21200 პერსონალს.
